Title
 
Logo Image  
 
  • ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020

    ⚪️თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის“ ფინანსური მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს „ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა – 2020-ის“ მონაწილეთა შესარჩევად! ⚪️„ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა 2020-ის“ მიზანია ქართველოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი კადრის მოზიდვა, მათი ცოდნის გაღრმავება, უახლესი ქართველოლოგიური სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაცია, სამეცნიერო საქმიანობის წარმართვის სტრატეგიათა გაცნობა, პროფესიულ უნარ-ჩვევათა განვითარება და ამაღლება. სეზონური სკოლის მსმენელებად შეიძლება შეირჩნენ არა მხოლოდ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები, არამედ უცხოელი ახალგაზრდებიც (მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ეროვნებით ქართველები), რომელთაც საკონკურსო ნაშრომის ქართულ ენაზე შესრულება შეუძლიათ. ამასთან ერთად, „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა“ მოწოდებულია, საზღვარგერეთ მცხოვრებ ქართული კულტურითა და ჰუმანიტარული მეცნიერებებით დაინტერესებულ ემიგრანტთა ახალ თაობას ჩვენი ქვეყნის სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან ურთიერთობის დამყარების საშუალება მისცეს და ამით მათი შესაძლებლობის დონის ამაღლებასა და ინტერესის რეალიზებას შეუწყოს ხელი. ⚪️პროექტი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე ცხადდება ქართველოლოგიურ ნაშრომთა კონკურსი, რომლის უმთავრესი ამოცანა ქართველოლოგიური თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათ შორის პროექტის მონაწილეთა შერჩევაა. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ქართველოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით უნდა დაამუშავონ კონკრეტულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები, შექმნან სამეცნიერო ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომი და მისი ელექტრონული ვერსია საორგანიზაციო ჯგუფს მიაწოდონ. ინფორმაციულ-სამეცნიერო, ან მიმოხილვითი ხასიათის ნაშრომის/ესეს (არა უმეტეს 6 ნაბეჭდი გვერდისა: შრიფტი – sylfaen; ზომა – 12; სტრიქონებს შორის დაშორება – 1) თემა უნდა შეირჩეს ქართველოლოგიური მეცნიერებების შემდეგი მიმართულებებიდან:
 
DESIGNED BY CSTUDIO 2009