Title
 
Logo Image  
 
  • ჟურნალი ''ქართველოლოგი''

    ჟურნალ "ქართველოლოგის" ციტირების სტილი

    ქართველოლოგიური სკოლის ”ცენტრისა” და ”ფონდის” მრავალმიმართულებიანი ეროვნული პროგრამის ერთი მნიშვნელოვანი წამოწყებაა ორენოვანი (ქართულ და ინგლისურენოვანი) სამეცნიერო ჟურნალის "ქართველოლოგის" დაარსება. 1993 წლიდან პროფ. ე. ხინთიბიძის მიერ დაარსებული ჟურნალი "ქართველოლოგი" დღეისათვის უკვე საერთაშორისო სტატუსით ფორმირებული და ევროპის  ქართველოლოგიურ ცენტრებში ცნობილი სამეცნიერო ჟურნალია, რომელსაც ნაწილობრივ ქართველოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციის დანიშნულებაც აქვს. გამოცემულია ამ ჟურნალის 24 ნომერი. ჟურნალს საერთაშორისო რედკოლეგია ჰყავს. რომლის წევრები არიან: ვინფრიდ ბოედერი (გერმანია), ლუიჯი მაგაროტო (იტალია), ბერნარდ უტიე (საფრანგეთი), შტეფი ხოტივარი-იუნგერი (გერმანია). ამ ჟურნალის სხვადსხვა ნომერში უკვე გამოქვეყნებულია ბევრი უცხოელი მეცნიერის გამოკვლევა ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების  საკითხებზე. ეს ავტორებია: დანიელ ჰამფრისი - აშშ ("ქართველოლოგი" #13), რობერტ ბეინენი - აშშ ("ქართველოლოგი" #7, 12, 13), რობერტ ლარსონი - შვედეთი ("ქართველოლოგი" #12), ფარშიდ დელშადი - ირანი ("ქართველოლოგი" #7), ელეტრა ერკოლინო - იტალია ("ქართველოლოგი" #9), ანტონი სტობარტი - დიდი ბრიტანეთი ("ქართველოლოგი" #13), სანდრა რულოვსი - ნიდერლანდი ("ქართველოლოგი" #5), სასკია შელეკენსი და ალექსანდრა გაბრიელი - ნიდერლანდი ("ქართველოლოგი" #6), იოსებ ზეთეიშვილი - რუსეთი ("ქართველოლოგი" #8), ფ. ვებერი - გერმანია ("ქართველოლოგი" #8), პოლ პუპარი - იტალია ("ქართველოლოგი" #13), რუვენ ენოხი - ისრაელი ("ქართველოლოგი" #14).

    ჟურნალი აქვეყნებს უცხოელ ქართველოლოგთა შრომების ბიბლიოგრაფიებს და აცნობს მათ მოღვაწეობას როგორც ქართულ, ასევე უცხოელ მეცნიერთა ფართო წრეს. კერძოდ, ჟურნალის სხვადსხვა ნომრებში გამოქვეყნებულია ბიბლიოგრაფიები მიშელ ვან ესბროკის, ქეთრინ ვივიანის, ბერნარდ უტიეს, ვინფრიდ ბოედერის, ლუიჯი მაგაროტოს ქართველოლოგიური ნაშრომებისა. ამ ჟურნალის ნომრებში სხვადსხვა დროს გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები ქართველოლოგიის დარგში, რომლებიც შემდგომში გადაიბეჭედა როგორც ქართულ, ისე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში და  21-ე საუკუნის ქართველოლოგიური მეცნიერებების მნიშვნელოვან სამეცნიერო პრობლემებად იქცა.  კერძოდ: პროფესორ ლევან ჭილაშვილის გამოკვლევა მის მიერ აღმოჩენილ წინარე ქრისტიანული ხანის ნეკრესის ქართულ წარწერებზე ("ქართველოლოგი" #7-8), პროფ. ელგუჯა ხინთიბიძის მიერ გამოვლენილი ქართული ორიგინალური თხზულების უძველესი ლათინური თარგმანი ("ქართველოლოგი" #6) და ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის გამოყენება მე-17 საუკუნის ინგლისურ დრამატურგიაში ("ქართველოლოგი" #14-15), პროფ. ნინო დობორჯგინიძის მიმოხილვა იბერული დამწერლობის ადგილზე მსოფლიოს ხალხთა დამწერლობათა უძველეს ნუსხებში ("ქართველოლოგი" #13) და სხვა. ჟურნალი სისტემატურად აწვდის ქართული ენითა და ლიტერატურით დაინტერესებულ უცხოელ მკვლევარს ქართული ლიტერატურის ნიმუშებს პარალელური ინგლისურენოვანი თარგმანით.


     

    გთავაზობთ ჟურნალის ბოლო 7 ნომრის შინაარსს: 

    № 7

    ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში
    ცხოვრება ფარნავაზისი – უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლი (ქართულ-ინგლისური პარალელური ტექსტი. ინგლისური თარგმანი და შესავალი მითითებები არიანე ჭანტურიასი)

    სამეცნიერო თემატიკა - ქართული ანბანის საიდუმლო
    ლევან ჭილაშვილი – წინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა ნეკრესიდან (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

    სამეცნიერო თემატიკა - ქართული ფენომენის საუკეთესო გამოვლინება
    ელგუჯა ხინთიბიძე – ვეფხისტყაოსნის შეფასება ევროპულ ლიტერატურათმცოდნეობაში (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
    გ. კულემანს ბეინენი – შოთა რუსთაველი და კურტუაზული სიყვარულის სტრუქტურა  (თარგმანი ინგლისურიდან და შესავალი მითითებები ეკა ქუთათელაძისა)

    თანამედროვე ქართველოლოგები
    ფარშიდ დელშადი – ვეფხისტყაოსნის სპარსულ ენაზე მთარგმნელი
    ნანა ინგოროყვა – შტეფი ხოტივარი-იუნგერი და მისი ბროშურა “ქართველები ბერლინში”

    ქართველოლოგიურ მეცნიერებათა ცენტრები
    ლევან ბერძენიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (ინგლისურ ენაზე)

    ქრონიკა - სამეცნიერო და კულტურული ცხოვრება საქართველოში
    ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა - 2000

    № 8

    ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში
    ანა კალანდაძე – ლექსები თარგმანში (ქართულ-ინგლისური პარალელური ტექსტი. თარგმანი ნანა ბუხრაძისა)

    სამეცნიერო თემატიკა - ახალაღმოჩენილი ქართული წარწერები
    ელგუჯა ხინთიბიძე – ათონის მთის ქართული ხელნაწერები: დღემდე უცნობი ძველი ქართული ხელნაწერები ივირონის წიგნთსაცავში (ინგლისურად)

    სამეცნიერო თემატიკა - ქართული ანბანის საიდუმლო
    ლევან ჭილაშვილი – წარწერა ქვევრის პირზე ნეკრესიდან (და კიდევ ერთხელ მითრას კულტისათვის საქართველოში) (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

    ქართველოლოგია საზღვარგარეთულ გამოცემებში
    დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი – გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების შესახებ (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

    თანამედროვე ქართველოლოგები
    თამარ ჭუმბურიძე - ვინფრიდ ბოედერი – 65 (ქართულ ენაზე)
    ვინფრიდ ბოედერი – ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური ნაშრომების ბიბლიოგრაფია (შემდგენელი - ავტორი)
    ბერნარ უტიე – ბიბლიოგრაფია (შემდგენელი - ავტორი)

    ქართველოლოგიურ მეცნიერებათა ცენტრები
    ფ. ვებერი – ბერლინში სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

    № 9              

    ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში
    ლექსები თარგმანში

    სამეცნიერო თემატიკა - ქართული ხელნაწერები შუასაუკუნეების ბიბლიოთეკებში 
    მზექალა შანიძე – ქართული ხელნაწერები სინას მთის წმ. ეკატერინას მონასტერში (ინგლისურ ენაზე)

    სამეცნიერო თემატიკა - ვეფხისტყაოსანი და კურტუაზული ლიტერატურა
    ელგუჯა ხინთიბიძე – ლანსელოტი და ავთანდილი (ინგლისურ ენაზე)

    ქართველოლოგია საზღვარგარეთულ გამოცემებში
    ელეტრა ელკოლინო – ქართველები ოტომანთა იმპერიაში (ქართულ ენაზე)

    თანამედროვე ქართველოლოგები
    ბელა წიფურია – ვინფრიდ ბოედერისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული (ქართულ ენაზე)

    ქართველოლოგიურ მეცნიერებათა ცენტრები
    ელგუჯა ხინთიბიძე – ახლი თეორია ქართველთა სახელწოდებების ეტიმოლოგიის შესახებ (ქართულ ენაზე)

    № 10

    ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში
    გალაკტიონ ტაბიძე დონალდ რეიფილდის თარგმანში

    საენციკლოპედიო მიმოხილვა
    ელგუჯა ხინთიბიძე – საზღვარგარეთული ქართველოლოგია (ქართულ ენაზე)

    ქართველოლოგიური ქრონიკა
    ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში (ქართულ ენაზე)
    მეოთხე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი (ქართულ ენაზე)

    სამეცნიერო თემატიკა - რუსთველოლოგია
    ზაზა ხინთიბიძე – ჰომეროსი, არისტოტელე და სიუჟეტის განვითარების კომპოზიციური თავისებურება ვეფხისტყაოსანში  (ინგლისურ და ქართულ ენებზე)
    ელგუჯა ხინთიბიძე – ღვთისმოშიშების სათნოების რუსთველური ინტერპრეტაცია და შუასაუკუნეების ევროპული პატრისტიკა

    № 11    

    ქართულ-ინგლისური პარალელური ტექსტები
    პლატონი – (დემოკრატია)

    პოლიტიკური მოვლენები საქართველოში
    რობერტ ლ. ლარსონი – საქარტველოს უსაფრთხოების “გადასინჯვა”: უსაფრთოების კომპლექსის ძირითადი თეორიის პოსტ-მოდერნისტული ასპექტები (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

    ქართველოლოგიური ქრონიკა
    ვიტფარნეს ექსპედიცია – ვიკინგების დაბრუნდება საქართველოში
    ალექსანდრე გვახარია (1979-2002) (ინგლისურ და ქართულ ენებზე)

    სამეცნიერო თემატიკა - რუსთველოლოგია
    მედეა გოცაძე – ბაჰმანნამე და მისი ქართული ვერსია ბაამიანი (ინგლისურ ენაზე)
    ანა ხარანაული – ძველი აღთქმის ხანმეტი ფრაგმენტები და ქართული ბიბლიის წარმომავლობის საკითხები [ინგლისურ და ქართულ ენებზე]
    ელგუჯა ხინთიბიძე – რუსთველი, დანტე, პეტრარკა. სიყვარულის გადააზრება შუასაუკუნეებიდან რენესანსამდე [ინგლისურ და ქართულ ენებზე]

    № 13    

    ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში
    დავით გურამიშვილი – ზუბოვკა (დონალდ რეიფილდის ინგლისური თარგმანით) 

    ქართველოლოგიური ქრონიკა
    ვახტანგ იმნაიშვილი  – “თქვენ მიერ შეძენილი ხელნაწერების გამო ორ წლის წინ ნამდვილი ომი გაჩაღდა” [ქართულ ენაზე]
    სოფიო გულიაშვილი – მეხუთე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი [ქართულ ენაზე]
    პოლ პუპარი – ქართული თვითმყოფადობისა და სულიერების დედაბოძი (ქართველი მეცნიერები საზღვარგარეთ) [ქართულ ენაზე]

    თანამედროვე ქართველოლოგები
    გ. კულემანს ბეინენი – ადიულტერი და მკვლელობა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში [ქართულ ენაზე]
    ანტონი სტობარტი – არის თუ არა ქართული ენა უფრო ეკონომიური, ვიდრე ინგლისური? [ქართულ და ინგლისურ ენებზე]   
    ჯ. დენიელ-ჰამფრისი – ქართულ ზმნათა პრაქტიკული ლექსიკონის შექმნისთვის [ქართულ ენაზე]

    სამეცნიერო თემატიკა
    ელგუჯა ხინთიბიძე – “ზუბოვკის” სიყვარულის მისტიკური ინტერპრეტაციისატვის [ინლისურ ენაზე]              ნინო დობორჯგინიძე – ქრისტიანული ისტორიოგრაფია და თხუთმეტი სამწერლო ენის ტოპოსი (ცნობები იბერიული დამწერლობის შესახებ) [ქართულ ენაზე]

    № 14

    ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში
    რობერტ სტივენსონი  – შესავალი ვეფხისტყაოსნის საკუთარ თარგმანზე [მაკა ელბაქიძის ქართული თარგმანით]

    ქართველოლოგიური ქრონიკა
    ქეთრინ ვივიანი [ქართულ და ინგლისურ ენებზე]

    თანამედროვე ქართველოლოგები
    რეუვენ ენოხი – ძველი ქართულის ელემენტები თავსილში [ქართულ და ინგლისურ ენებზე]

    სამეცნიერო თემატიკა
    ელგუჯა ხინთიბიძე – ვეფხისტყაოსნის უძველესი კვალი ევროპულ ლიტერატურაში (მივიწყებული წარსულის საიდუმლო) [ქართულ და ინგლისურ ენებზე]
    მაია ნინიძე – ახალი თვალსაზრისი ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ [ინგლისურ ენაზე]

     

    № 15

    ქართული ლიტერატურა ინგლისურ თარგმანებში
    ცხოვრება გიორგი მეფისა - (ქეთრინ ვივიანის ინგლისური თარგმანით)

    ქართველოლოგიური ქრონიკა
    ქართველოლოგიის გავრცელებისათვის უცხოეთის სამეცნიერო წრეებში [ქართულ და ინგლისურ ენებზე]

    სამეცნიერო თემატიკა
    ელგუჯა ხინთიბიძე - ვეფხისტყაოსანი და ბომონტისა და ფლეტჩერის ფილასტერი [ინგლისურ ენაზე]
    რისმაგ გორდეზიანი - არგონავტთა ექსპედიცია კოლხიდაში თანამედროვე გამოკვლევათა შუქზე [ქართულ
    და ინგლისურ ენებზე]
    ზაზა ხინთიბიძე - ჰომეროსის ეპოსის მხატვრული ერთიანობის არისტოტელესეული კონცეფცია და რუსთველის ვეფხისტყაოსანი [ქართულ და ინგლისურ ენებზე]
    ინესა მერაბიშვილი - ლორდ ბაირონის ქართველი ქალი [ინგლისურ ენაზე]

     

 
DESIGNED BY CSTUDIO 2009