Title
 
Logo Image  
 
  • ქმსა

    ძვირფასო კოლეგებო!

     მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ქართველოლოგიური მეცნიერებების შემდგომი განვითარების, მისი მიRწევებისა და სიახლეების საერთაშორისო არეალზე პროპაგანდის, ამ მეცნიერებებით მეტი ახალგაზრდა კადრის დაინტერესების მიზნით დაარსდა „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“// “International Association for the Promotion of Georgian/Kartvelian Studies” (IAPGS)  (დამოკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი).

    „ასოციაციის“ მიზნებია: ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური მეცნიერებების (ქართული ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა, საქართველოს ისტორია, ქართული ხელოვნებათმცოდნეობა, ქართული ფილოსოფიის ისტორია, ქართული ფოლკლორისტიკა და ეთნოგრაფია...) განვითარებას, მისი მიღწევებისა და სიახლეების პროპაგანდას როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ამ მიზნით:

    ხელის შეწყობა რეგულარული საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმების ჩატარებისთვის; ცალკეულ ქართველოლოგიურ პრობლემებზე საერთაშორისო ან ადგილობრივ სამეცნიერო სესიების გამართვა;

    ხელის შეწყობა ცალკეული ქართველოლოგიური პრობლემების კვლევებისათვის; პუბლიკაცია მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური გამოკვლევების ან სამეცნიერო კრებულების.

    ქართველოლოგიური პრობლემატიკით, ქართულით, სხვა ქართველური ენებით დაინტერესებული უცხოელი ახალგაზრდა სპეციალისტების დახმარება. ამ მიზნით ხელის შეწყობა რეგულარული საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლის, ან ცალკეული მსურველებისათვის ინდივიდუალური ქართველოლოგიური სკოლის ორგანიზებისათვის.

    კონტაქტის დამყარება საზღვარგარეთ არსებულ ქართველოლოგიურ ცენტრებთან, ან ცალკეულ ჯგუფებთან და მათი საქმიანობის პროპაგანდა.

    ხელის შეწყობა ქართველოლოგიური ინგლისურ და ქართულენოვანი ჟურნალის `ქართველოლოგის~ პუბლიკაციისა და მისი გავრცელებისათვის საერთაშორისო არენაზე.

    სხვა, ქართველოლოგიური მეცნიერებების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმიანობათა წამოწყება და განხორციელება, რომლებიც მოწოდებულ იქნება “ასოციაციის” გამგეობის და საერთო კრების მიერ.

    ასოციაციის დააარსების იდეა წამოიჭრა ქართველოლოგიის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმის დასკვნიტ სხდომაზე 2011 წლის 17 ნოემბერს და განხორციელდა იგი ამ საზოგადოების წევრთა პირველ საერთო კრებაზე 2012 წლის  .. მარტს.  „ასოციაციის“ დამფუძნებლებია: მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი, არიანე ჭანტურია, ვახტანგ ლიჩელი, დარეჯან თვალთვაძე, ნანა გაფრინდაშვილი, მაკა ელბაქიძე, ელგუჯა ხინთიბიძე (ყველანი საქართველოდან), ბერნარ უტიე, აგნეს უზუნიანი (საფრანგეთიდან), ბერტ ბეინენი (ამერიკის შეერთებული შტატებიდან), იასუჰირო კოჯიმა (იაპონიიდან), რეუვენ ენოხი (ისრაელიდან), შტეფი ხოტივარი–იუნგერი (გერმანიიდან). „ასოციაციის“ თავმჯდომარედ (პრეზიდენტად) არჩეულ იქნა პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე.

    ასოციაციის საქმიანობას წარმართავს გამგეობა:

    მაკა ელბაქიძე – თსუ პროფესორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მაოდგილე;

    რეუვენ ენოხი – იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი;

    დარეჯან თვალთვაძე  – თსუ პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

    იასუჰირო კოჯიმა  – ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტის პროფესორი;

    ვახტანგ ლიჩელი – თსუ პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელი;

    დამანა მელიქიშვილი  – თსუ საპატიო პროფესორი;

    ელგუჯა ხინთიბიძე – თსუ პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (იხ. CV);

     „ასოციაცია“ მოქმედებს როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.

    „ასოციაციის“ გამგეობა მოუწოდებს ქართველოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ ყველა პიროვნებას, ასევე საქართველოს აწმყოთი და მომავლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს გახდეს ასოციაციის ოფიციალური წევრი, რაც ხელს შეუწყობს „ასოციაციის“ საერთაშორისო იმიჯის შექმნას და განამტკიცებს მის მატერიალურ მდგრადობას.

    „ასოციაციის“ წევრები მიიღებენ სრულ ინფორმაციას „ასოციაციის“ საქმიანობაზე და ჩართულ იქნებიან მასში.

     საწევრო მოსაკრებელი - წლიურად 20 დოლარი (ან მისი ექვივალენტი ქართულ ლარით).

    გაწევრიანება მოხდება გამგეობის გადაწყვეტილებით, მსურველის განცხადების და ბიოგრაფიული მონაცემების (CV) საფუძველზე.

    „ასოციაციის“ ფინანსური ბაზა შეიქმნება საწევრო მოსაკრებელთა და ერთჯერადი შემოწირულობებით. ინფორმაცია შემოწირულობების შესახებ შემომწირველთა სურვილის შემთხვევაში პერიოდულად გამოქვეყნდება ჟურნალ „ქართველოლოგში“.

    „ასოციაციის“ საბანკო ანგარიშის ნომრებია:

    GE10TB7043236180100001  (USD)
    GE79TB7043236080100004 (GEL)
    GE10TB7043236180100001 (EUR)
    GE10TB7043236180100001 (GBP)

     

 
DESIGNED BY CSTUDIO 2009